Job Shadowing Erasmus+ დაფინანსებული პროექტის "IROconnect" ფარგლებში
ორშაბათი, 30 მარტი, 2026
Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის — ‱鰿DzԲԱ“ („შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის“) ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები 2026 წლის 22-26 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ესპანეთში, ოვიედოს უნივერსიტეტი-ში.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, თამარა მ᳥ჭურჭლიშვილს, და კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის უფროსს, ანა ჩორგǃაშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ მიმღები უნივერსიტეტის სამუშაო პროცესს და გაცნობოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ოპერაციულ მექანიზმებს.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ‱鰿DzԲԱ“ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აღმოსავლეთ რეგიონის პარტნიორ უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვა, ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობა, ციფრული ტრანსფორმაცია და უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისთვის პროექტში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების და უნივერსიტეტის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის.
პროექტის ხანგრძლივობაა 2024-2027 წლები.